ბოლო თვე-ნახევარში "აზიმუტმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 4,6 ტონა საფოსტო გზავნილები გადაიტანა

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო გზებით ფოსტის პირდაპირი ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ რუსულმა საავიაციო კომპანია "აზიმუტმა" 4,6 ტონა საფოსტო გზავნილები გადაიტანა, - ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფოსტის რეგულარული გადაზიდვა, რომელიც 7 ივლისს განახლდა, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის პოპულარული გზა ხდება. თვე-ნახევარზე ცოტა დროში, რუსული აირლაინის, "აზიმუტის" მიერ გადაზიდული კორესპონდენციის საერთო მასა 4,6 ტონას უტოლდება", - წერს რუსეთის ინტერესების სექცია. 

მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებელმა შეიძლება 6 ტონას მიაღწიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი