
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.
როგორც ოლქის ადმინისტრაციაში ამბობენ, 41 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაზიანდა 500-მდე შენობა.