საბერძნეთში ათობით ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია. ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა.
საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
საფრანგეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა საბერძნეთში მეხანძრეების დასახმარებლად ძალები გაგზავნეს.
ზაფხულში საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირია. გასულ თვეში საკურორტო კუნძულ როდოსზე გაჩენილი ხანძრის გამო 20 000 ტურისტის ევაკუაცია მოხდა. ამ ზაფხულს ტყის ხანძრების გამო საბერძნეთში ჯამში 7 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე: