გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 14 აგვისტოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება. საუბარი შეეხება საქმის ერთ-ერთი პროკურორის, მარიამ გოგორელიანის მხრიდან განხორციელებული ზეწოლას და ფაქტს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, არ გამოუვათ, რომ თვითმკვლელობის ვერსია დააჯერონ.
FBI-ის ჩართულობა აუცილებელად, თვითონვე მეუბნებიან, რომ იმდენი რამეა გასაკეთებელი, იმდენი რამეა სანახავი, ეს დროში რომ არ გაიწელოს ამოტომ FBI-ის თანმშრომელბი დაეხმარებიან და უფრო მალე გაკეთდება. თვითონაც მოხრაულები უნდა იყვნენ, უფრო მალე გამოიძიონ საქმე, - თქვა თეონა თამაზაშვილმა.
საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ერთი თვე გადის, ამ დროში კი უკვე უნდა გამოკვეთილიყო კონკრეტული ვერსია, რომელზეც გამოძიება იმუშავებს.
უკვე დროა, ერთი თვე გახდება, რაც გამოძიება მიმდინარეობს და რაღაც მინიმალური შედეგი და პასუხი უნდა იყოს, რა მონაცემები აქვს საერთოდ გამოძიებას. აღარ შეიძლება ლოდინის რეჟიმი, გასაგებია, მიმდინარეობს დაკითხვები, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე, ვრჩებით იმ ვერსიაზე, რომ ეს არის თვითმკვლელობა, თუ არის მკველობის ვერსიისკენ მიმინალური ინფორმაცია მაინც, - თქვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.