გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები, რომლების პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს, ამავე უწყების გენერალურ ინსპექციას მიმართავენ. უფლებადამცველები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურა მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა. ადვოკატები ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატმა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.