საბა ბუაძე: თბილისის აოხრების კვირეული გრძელდება - ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის პროექტებიც გამოაგორეს საკრებულოს სხდომაზე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერის საბა ბუაძის ინფორმაციით, პარასკევს 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე სხვა პროექტებთან ერთად ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტებსაც განიხილავენ. 

"თბილისის აოხრების კვირეული გრძელდება - ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტებიც გამოაგორეს, სხდომამდე ერთი დღით ადრე (როგორც ვვარაუდობდით).

საკრებულოში ჩემს პირველ სხდომაზე ნათქვამს გავიმეორებ - კალაძე არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი!", - წერს საბა ბუაძე.

პარასკევს, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოში რამდენიმე სადაო მშენებლობის პროექტს განიხილავენ. ოპოზიციაში ამ მშენებლობების საფრთხეებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ შორის არის ისეთი პროექტები, რომელთა ინიციატორებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი