"პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა... როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა" | მაკფოლი

გამოქვეყნდა:

"პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს შურისძიება სურდა... როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა", - ამის შესახებ რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშს-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს.

პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?, - წერს მაკფოლი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი. 

ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც, რომელმაც ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო. უწყებაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის "მარჯვენა" ხელი და "ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი