"როსავიაცია" ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

"როსავიაცია" ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა. 

უწყების ცნობით ბორტზე იმყოფებოდნენ: 

მგზავრები:

  • სერგეი პროპუსტინი;
  • ევგენი მაკარიანი;
  • ალექსანდრ ტოტმინი;
  • ვალერი ჩეკალოვი;
  • დმიტრი უტკინი;
  • ნიკოლაი მატუსეევი;
  • ევგენი პრიგოჟინი.

ეკიპაჟის წევრები:

  • მეთაური: ალექსეი ლავშინი;
  • მეორე პილოტი: რუსტამ კარიმოვი;
  • ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

მოგვიანებით ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც, რომელმაც ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ მგზავრების სიაში ევგენი პრიგოჟინიც იყო. უწყებაში თქვეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი