"საქართველოს მთავრობა ლუკაშენკოს გაღიზიანებას ერიდება "- "ოცნების" ხელისუფლების დუმილი ბელორუსის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

რატომ დუმს "ქართული ოცნება" ბელორუსში მიმდინარე მოვლენებზე?- ამასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტოლოგებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.

თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გათვალისწინებით რთულ მდგომარეობაში და ხელისუფლება ახლა ლუკაშენკოს გაღიზიანებას ერიდება. შარაშენიძე ამბობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, ბელორუსის უცვლელმა ლიდერმა საქართველოდან კრიტიკის პასუხად, შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს:  

საქართველოს ხელისუფლებამ არ მიულოცა, ანუ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩვენ დელიკატურ სიტუაციაში ვიმყოფებით ცხინვალისა და აფხაზეთის გამო, რომელიც ლუკაშენკომ არ აღიარა. შესაბამისად, ალბათ ერიდება საქარველოს მთავრობა ლუკაშენკოს გაღიზიანებას" ამბობს შარაშენიძე.

მიმაჩნია, რომ ისინი გრძნობენ ღრმა ნათესაურ კავშირს პოლიტიკურად ამ რეჟიმთან - "ქართული ოცნების" დუმილს შარაშენიძისგან განსხვავებულად აფასებს ნიკოლოზ ვაშაკიძე. დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოსა და ბელორუსის ხელისუფლება ერთმანეთს ძალიან ჰგავს და შესაბამისა, იქ მიმდინარე მოვლენების დაგმობას, "ოცნების" ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ:

"ერთი და მეორე ხელისუფლებაც გავს ერთმანეთს თუნდაც არჩევნების უნამუსო გაყალბებისა და ხელისუფლების სისტემატიური უზურპირების თვალსაზრისით. ძნელია გქონდეს მოლოდინი რომ დაგმონ ბელორუსში მიმდინარე საშინელი ამბები" ამბობს ვაშაკიძე.

ბელორუსში საპროტესტო გამოსვლები უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდა. 

სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულები და დაკავებულები. 

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. 

სამაგიეროდ, ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მალევე მიულოცეს რუსეთის, ჩინეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი