პროტესტის მე-6 დღე მინსკში - მოსახლეობას დღეს ლუკაშენკო მიმართავს

გამოქვეყნდა:

ფოტომასალა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ასახავს, თუ როგორ იყენებენ ძალას ბელორუსი სამართალდამცველები აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინაღმდეგ. მასალაში ასახულია ის დაზიანებები, რაც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ადგილობრივმა მილიციამ მიაყენა. ფოტოები სოციალურ მედიაში თავად დაზარალებულებმა გაავრცელეს და სამართალდამცველები არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკვე მედიკოსებიც ღიად აპროტესტებენ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შეუერთდნენ. ექიმები ქუჩაში გამოვიდნენ და შეძახილებით ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები გაამხნევეს

პროტესტის პარალელურად ლუკაშენკოს მთავრობამ საპატიმროებიდან  იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც აქციის მასშტაბური დაშლის დროს დააკავეს. ციხიდან გამოსული მოქალაქეები იმ რთულ ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ, რაც საპატიმროში არსებობს. 

მოსახლეობა ახლა ბელარუსის პრზიდენტის მიმართვას ელოდება, რა განცხადებას გააკეთებს ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნაში შექმნილ რთულ ვითარებაზე. პრეზიდენტი მოქალაქეებს დღეს პირდაპირ ეთერში მიმართავს. 

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ მსოფლიო ლიდერები. სლოვენიის პრემიერი მინსკს ხელახალი არჩევნების საერთშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით ჩატარებას ურჩევს. საერთაშორისო საზოგადოება უკვე ღიად ალაპარაკდა, რომ ოფიციალური მინსკი მიმდინარე პროცესების გამო მკაცრ პასუხს მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი