"შემთხვევითობა არ არის, რომ მსოფლიო კრემლს უყურებს, როდესაც პუტინის ყოფილი ნდობით აღჭურვილი პირი მოულოდნელად ციდან ვარდება" | ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, "შემთხვევითობა არ არის, რომ მსოფლიო კრემლს უყურებს, როდესაც პუტინის ყოფილი ნდობით აღჭურვილი პირი მოულოდნელად ციდან ვარდება ორი თვის შემდეგ, რაც ამბოხის მოწყობა სცადა". ამის შესახებ მან ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს რუსეთის ხელისუფლების დიქტატორულ სისტემას, რომელიც ძალასობას ეფუძნება: "ჩვენ პუტინის რუსეთში ეს კანონზომიერება ვიცით: გარდაცვალებები, საეჭვო თვითმკვლელობები, ფანჯრიდან გადავარდნები, რაც გაურკვეველი რჩება".

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 
"როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი