ქუთაისში ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და ქუთაისში მყოფი უკრაინელები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.
მოგვიანებით კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. ადგილზე სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერების კვამლი გაუშვეს.