"ყურადღება გაამახვილეთ ფაქტებზე და არა იმაზე, რასაც დასავლური მედია ამბობს" | ლავროვი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

გამოქვეყნდა:

"მიმდინარეობს გამოძიება. მოგიწოდებთ, ყურადღება გაამახვილოთ ფაქტებზე და არა იმაზე, რასაც დასავლური მედია ამბობს", - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.

მანამდე განცხადება გაკეთა პუტინმაც: "მძიმე ბედის კაცი იყო".

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. 
"როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი