ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი რომ ეს იფიქროს. თუმცა, მათივე თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
"როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა. უკვე 24 აგვისტოს მომხდარს თავად პუტინიც გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა: "პრიგოჟინი მძიმე ბედის კაცი იყო".