
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მათ, ვინც ბელორუსში დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს არღვევს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესონ. ამ თემასთან დაკავშირებით მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
ჩვენ გვჭირდება დამატებითი სანქციები მათ მიმართ, ვინც დაარღვია დემოკრატიული ფასეულობები ან ბოროტად გამოიყენეს ადამიანის უფლებები ბელარუსში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსია გამოხატავს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ბელორუსში ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და დემოკრატიის უფლებების შესახებ, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ბელორუსში საპროტესტო გამოსვლები უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდა.
სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულები და დაკავებულები.
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ.