პროკურორი, რომელსაც ბაჩალიაშვილის დედა ბულინგში ადანაშაულებდა საქმეს ჩამოაშორეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ჩამოშორდა საქმეს, იმიტომ, რომ მისი ქცევა არ იყო ეთიკური დაზარალებულის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, იგიგმება ძალიან ხშირი კონტაქტი პროკურატურასთან, - თქვა მიხეილ რამიშვილმა. 

მისი განცხადებით, ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები აუცილებლად ჩაერთვებიან. 

ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეში ფედერალური ბიურო "მეტ-ნაკლებად უკვე ჩართულია", პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა კი ბოდიში მოიხადა.

პროკურატურაში შემდეგი შეხვედრა ორშაბათსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი