პოლტავის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

პოლტავის ოლქში, სოფელ გოგოლევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პოლტავის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრო ლუნინი, Telegram-ზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, ​გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა იერიში პოლტავის ოლქის სამრეწველო ობიექტებზე მიიტანეს. როგორც ლუნინი ამბობდა, რუსულმა რაკეტამ მთლიანად გაანადგურა საწარმოო სახელოსნო. დაშავდა ორი ადამიანიც, ერთი კი დაკარგულად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი