ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის დახურვას აპირებს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის დახურვას აპირებს. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოგთავაზებთ კიდევ ორი საგუშაგოს დახურვას. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები", - განაცხადა აგნე ბილოტაიტემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადამისამართების მიზნით.

ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელარუსთან ორი სასაზღვრო პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება 16 აგვისტოს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი