სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჯერად დევნილთა მომსახურების სააგენტოს კანონდარღვევებს ამხელს. მთავარი მაკონტროლებელი უწყების დასკვნა საგანგაშოა. დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული უწყება მოქმედებს, არა დევნილების ინტერესების დასაცავად, არამედ პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მხოლოდ გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების 80 პროცენტი დაიხარჯა სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებზე. მათი დიდი ნაწილის ფუნქციები კი ამ დრომდე არ არის განსაზღვრული.