პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის პირობას დებენ იმ შემთხვევაში, თუ "კრიტიკული ინციდენტი" მოხდება. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისრტმა, მარიუშ კამინსკიმ ისაუბრა.
"სიტუაცია მწვავდება. მრავალი კვირა და რამდენიმე თვეა, ჩვენს საზღვარზე მიგრაციული ზეწოლის დაბრუნებას ვუმკლავდებით. იგივე ეხება ჩვენი პატრნიორების საზღვრებსაც", - განაცხადა კამინსკიმ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიელ, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ბელარუსში ვაგნერის დაჯგუფების „რამდენიმე ათასი დაქირავებული ჯარისკაცის“ განთავსებამ საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციას, „ახალი ელემენტი“ დაამატა.
"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ერთად მოქმედება თუ იქნება კრიტიკული სიტუაცია, მიუხედავად იმისა, ეს იქნება პოლონეთის, ლიეტუვის თუ ლატვიის საზღვარი, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ საპასუხო მოქმედებებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც აქამდე ღია იყო, როგორც სამგზავრო, ასევე სასაქონლო, დაიკეტება", - განაცხადა კამინსკიმ.