
გაყალბდა თუ არა კენჭისყრის პროცედურა საკრებულოში - ოპოზიცია გამოძიების დასაწყებად პროკურატურას მიმართავს. "ოცნების" ოპონენტები ითხოვენ დადგინდეს, გააყალბეს თუ არა ურმავლესობის დეპუტატებმა ხმები, როცა კოლეგების ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს და ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირეს.
პარტიის წევრებმა დღეს დილით საქართველოს პროკურატურას უკვე მიმართეს. ამბობენ, რომ კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევით გაიმართა, რადგან დეპუტატების ნაწილი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და მათ მაგივრად საკითხს მხარი სხვა დეპუტატებმა დაუჭირეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაარღვიეს კანონი და ხმა მისცეს არამხოლოდ საკუთარი პულტიდან, არამედ სხვე დეპუტატების პულტიდან, რომლებიც არ იყვნენ იმ დროს საერთოდ დარბაზში", - ამბობს გოგა ონიანი.
ავტორი: საბა ბუაძე