
"ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება... იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ან ახლა მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და შარლ მიშელის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ნუ, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო. მაგრამ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ მიღებული მაგალითად 18-12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე. ანუ, როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი, რომ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ჩვენთვის მთავარი რა არის: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე და იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი...
ნუ, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, - ამბობს კობახიძე.
იხილეთ ასევე: