"საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როდესაც დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას... [EU-ს] გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა" | მიშელი

გამოქვეყნდა:

"საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როდესაც დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას... [EU-ს] გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ბლედის საერთაშორისო ფორუმზე საუბრობს.

გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ის დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც. მჯერა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ორივე მხრიდან - 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი გეგმა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი, - ამბობს მიშელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი