ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი რისკისშემცველია, საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივზე ხართ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკისშემცველი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ - აცხადებს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს, ნაცმოძრაობასა და "მთავარ არხს" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ - "ერთ ნარატივზე ხართ, საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივზე" ამტკიცებს მდინარაძე.

"თქვენ რეალურად არ გსურთ [სტატუსი] ერთი რაღაცის გამო. იმიტომ, რომ ხელისუფლება გაიმყარებს პოზიციებს, თქვენმა სპიკერებმა ეს თქვეს, ანუ ნაცმოძრაობის სპიკერებმა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ დაამხობენ, ვერ ააყირავებენ, ვერ შეცვლიან და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ წარმოიდგინონ ის, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმის გამო რომ გაიმყარებს თურმე პოზიციას საქართველოს ხელისუფლება" უთხრა მდინარაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი  ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი