ფსკოვზე დარტყმები მიუთითებს, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და ეს პროცესი შეუქცევადია - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ფსკოვზე დარტყმები მიუთითებს, რომ ომი ტერორისტული ქვეყნის ტერიტორიაზე გადადის და ეს პროცესი შეუქცევადია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს.

"ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და მისი შეჩერება შეუძლებელია. ეს არის დაკარგული ფრონტის კომპონენტის შედეგი (რუსეთი დიდი ხანია იბრძვის მხოლოდ რაოდენობით და მხოლოდ თავდაცვაში, მიუხედავად ყველა პროპაგანდისტული მითისა) და რეგიონებში ძალაუფლების კონტროლის რეალისტური სისტემების არარსებობის (მათ შორის საჰაერო თავდაცვის ჩათვლით)." წერს პოდოლიაკი

მისივე ცნობით, უკრაინა ამავდროულად იცავს ვალდებულებას და მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებს თავდაცვითი ომის პრინციპების ფარგლებში.

"პუტინი აბსოლუტურად არ არის მოლაპარაკებისთვის შესაფერისი საგანი. პრიგოჟინის დემონსტრაციული მკვლელობის "ამბავი" გვიჩვენებს, რომ ის არ შეასრულებს არანაირ შეთანხმებას, არ სურს რაიმე შეთანხმება და ორიენტირებულია მხოლოდ ესკალაციაზე, მასშტაბურ მკვლელობებსა და ნგრევაზე. ასე რომ, სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება, ომი გაგრძელდება. 

რუსეთი უფრო და უფრო ღრმად ჩაყავს ქაოსის უფსკრულში" წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის ფსკოვის აეროდრომზე ღამით დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ილ-76 ტიპის თვითმფრინავები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი