დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პრემიერმინისტრ რიში სუნაკს გადადგომის წერილით მიმართა. წერილში უოლესმა მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და პრემიერს მოუწოდა, არ შეამციროს თავდაცვის ხარჯები.
„თქვენ ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას მთავრობის სამ ყველაზე მოთხოვნად თანამდებობაზე: თავდაცვის მდივანი, უსაფრთხოების მინისტრი და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი. მე სრულად მესმის გადადგომის თქვენი სურვილი მინისტრის მძიმე მოვალეობების რვა წლის შემდეგ“, - წერს პრემიერი რიში სუნაკი საპასუხო წერილში.
ბენ უოლესის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ივლისში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, უოლესი მონაწილეობას აღარ მიიღებს არც შემდეგ არჩევნებში.