ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება - ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

„ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება.“ - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა იმედა კევლიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას - ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“ - ამბობს ბოტკოველი.

შეგახსენებთ, თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა და მიზეზად არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი