"ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტით იმუქრება | სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ისევ ემუქრება. სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული უფსკრული მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პრემიერმინისტრმა ზურაბიშვილის ევროპული ტურნე დაუბლოკა და იმ ქვეყნებში აუკრძალა გამგზავრება, ვისგანაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

"ოცნება" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, კონსტუტუციონალისტები კი მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარი კანონის იმ მუხლს ახსენებენ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს ევროპულ 
ოჯახში გასაწევრიანებლად ყველა ბერკეტის გამოყენებას ავალდებულებს.

როგორი იქნება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მორიგი სვლა და მოიყვანს თუ არა ამჯერად "ოცნება" სისრულეში თავის მუქარას, ეს სულ მალე, პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე გაირკვევა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი