1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

გამოქვეყნდა:

1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"1 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება", - წერს ადმინისტრაცია.

მანამდე კი, დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა.

შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.

"ოცნების" ხელისუფლება ზურაბიშვილს იმპიჩმენტით ემუქრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი