ერთი მხარე თავისით ჩაინგრა, გამაგრება და იერსახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო - ბიძინა წაქაძე ისტორიულ კედელზე

გამოქვეყნდა:

ლაღიძის ქუჩაზე ისტორიული კედლის დანგრევასთან დაკავშირებით შპს "ნიუს ჰაუსის" დირექტორი და "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის შვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ კედლის ერთი მხარე თავისით ჩაინგრა. მისი მტკიცებით, კედლის გამაგრება და იერსახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

"ჩვენ როგორც პროექტის მიხედვით იყო გათვლილი, ისე ვახორციელებდით დემონტაჟს შენობის. ასე ვთქვათ, ეს დასატოვებელი კედელი გავაშიშვლეთ, რა დროსაც, ხელით ვაწარმოებდით ამის დემონტაჟს. არანაირი ტექნიკა არ გვიხმარია. ერთი მხარე კედლის თავისით, შეგიძლიათ სამაშველო სამსახურშიც გადაამოწმოთ და საპატრულოშიც, ჩაინგრა და გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ მოჰყვა ამ კედლის დანგრევას. კედლის გამაგრება იყო შეუძლებელი და იმ იერსახის შენარჩუნება, რა იერსახეც იყო პროექტში გათვალისწინებული, რა. ამიტომ მივიღეთ ფორსმაჟორში გადაწყვეტილება, ზეპირად არ დაგვინგრევია, დოკუმენტაცია გვაქვს მაგისი. მე დამოუკიდებლად ვოპერირებ სამშენებლო ბიზნესში, ასე რომ, თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ ბიზნესთან დაკავშირებით, ბეჟან წაქაძე ბიზნესში არ ერევა, რაც პოლიტიკაში წავიდა", - აცხადებს ბიძინა წაქაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის შვილის კომპანიამ ისტორიული კედელი დაანგრია. როგორც თბილისი მერია ამბობს, პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი