
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 30 აგვისტოს ღამეს ფსკოვში რუსულ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა - „ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ტერიტორიიდან" განაცხადა ბუდანოვმა ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ განახორციელა თავდასხმა, უკრაინულმა დაზვერვამ, თუ პარტიზანებმა.
მისივე თქმით, ორი თვითმფრინავი განადგურდა, ორი კი სერიოზულად დაზიანდა.