მითვისებული და გაფლანგული მილიონები და "ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობენ. ოფიციალური კვლევა ადასტურებს, რომ მმართველი პარტია სამივლინებოდ კოლოსალურ თანხას ხარჯავს. 16 მილიონი ლარი წლევანდელი წლის პირველ სამ თვეში - ეს გამაოგნებელი თანხაა იმ ფონზე, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ სულ 18 მილიონზე ოდნავ მეტი დახარჯა. კიდევ უფრო გამაოგნებელია ეს სამივლინებო ხარჯები იმ ფონზე, რომ ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ საერთაშორისო პროექტს, ან რაიმე ტიპის დიპლომატიურ მისიას, რომლის განხორციელებსაც ასეთი აქტიური მოგზაურობა სჭირდებოდა. მით უფრო, რომ მხარჯველებს შორის გამორჩეული რეკორდსმენები შინაგან საქმთა, თვდაცვის და განათლების სამინისტროები არიან.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა შტომ მივლინებებში საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის 16 მილიონი ლარი დახარჯა:
კორონაპანდემიის გამო საზღვარი 22 მარტიდან ჩაიკეტა. თუმცა ექსპერტები აცხადებენ იმას, რომ ახალიწლის შემდგომ და თებერვალშიც მძიმე სიტუაცია იყო მსოფლიოში და აქიდან გამომდინარე, მათთვის ცოტა გასაკვირია ის ციფრები, რომელიც აუდიტის სამსახურისგან მოდის. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ხელისუფლება საკამაოდ დიდ თანხებს ხარჯავს: რემონტზე, ინფრასტრუქტურაზე, რბილ ავეჯზე და იმ ნივთებზეც, რომელიც ფუფუნებას უქმნის სახელმწიფო მოხელეებს.
გასულ წელთან შედარებით 16 მილიონი ოდნავ შემცირებულია, შარშან, ამავე პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა 18 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.