ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი დღეს, 14 აგვისტოს მთავარ პროკურატურაში ირაკლი შოთაძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის დეტალებზე გადაცემაში დღის სტუმარი ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები აუცილებლად ჩაერთვებიან და დაღუპულის დედის დაბულინგებაში ბრალდებული
პროკურორი, მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოაშორეს და გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ უთხრა, რომ პროკურორებს ეთიკის ნორმებისა და სტანდარების შესახებ ტრენეინგებს უტარებენ და ამ საქმეზე შიდა მოკვლევა დაიწყო.

ბაჩალიაშვილების უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ დაღუპულის დედამ მას უთხრა: "პროკურორი აი ასე პირდაპირ ისეთ კითხვებს უსვამდა და ისეთი გარემო შეუქმნა შვილზეც კი უთხრა ბიჭზე, თითქოს და მიანიშნა რომ მეორე შვილი, ხომ ჰყავთ და რა საჭიროა ასეთი აქტიურობა.... და თითქოს ასეთ აქტიურობას არ სჯობს, რომ წახვიდე და შენს შვილზე ილოცოო. ასე ამბობს ქალბატონი თეონა". 

რამიშვილი საუბრობს იმაზეც, რომ პროკურატურას პრეტენზიები აქვს მასთან მიმართებით და აინტერესებს, რამდენია მისი ჰონორარი, საქმეში საიდან ჩაერთო და ა.შ..

ჩემი ხმის ტემბრი, ხმამაღალი საუბარი არ მოეწონათ და თურმე იქ ქალბატონ თეონას ეუბნება, რომ ეს ძველი ბიჭია. რა შუაშია ძველბიჭობა. რა შუაშია, ჩემზე ის ინფორმაცია, საიდან ჩავერთე საქმეში. ამაზე არის სულ ორიენტირება და რატომ ხელს ვუშლი მე გამოძებას?! ძალიან აინტერესებთ, რატომ მიჩნდება კითხები გამოძიების მიმართ, როდესაც მოწმეები არიან დაკითხული, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩაიაშვილების უფლებადამცველი ამბობს, რომ მხოლოდ შეხვედრები საკმარისი არ იქნება და ამიტომ ითხვენ, რომ ოჯახის ნებისმიერი მოთხოვნა, რაც კანონს შეესაბამება, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა სიტყვებზე. 

მარტო შეხვედრები არ იქნება საკმარისი,  ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ და ვითხოვთ შემდეგს - ნებისმიერი ჩვენი მოთხოვნა, რაც კანონის თანახმად არის შესაბამისობაში, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ უკვე ორიენტირებული არამარტო სიტყვებზე, არამედ შედეგზე. ორშაბათს ჩვენ კიდევ უნდა შევხვდეთ. მე ვაპირებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალაც მივიდე, ოღონდ ქალბატონი თეონა აღარ წამოვა იქიდან გამომდინარე, რომ მას ის გარემო არ მოსწონს. მე კი იქ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ის შუამდგომლობები, რაც არ დაკმაყოფილდა შსს-მიერ ახლა უნდა გადავამისამართო გენერალურ პროკურატურაში, - ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი