თავდასხმა ენმ-ს წევრებზე - შსს-ს არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც პარტიაში ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათივე თქმით, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა. 

​არსებული ინფორმაციით, ნაცემია 10-ზე მეტი ოპოზიციონერი.

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი