დღეს რაც ვიხილეთ, იყო ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება - მელია ჩოხატაურში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, ოლიგარქატის ხელწერა, ეს არის პატარა ფეოდალების ხელწერა, რომელთაც უნდათ ხალხის კუთვნილი ფული მოიპარონ ისე, რომ არავინ არ გააპროტესტოს - ასე ეხმაურება ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჩოხატაურში დღეს მომხდარ ძალადობას, რა დროსაც "ოცნების" პარტაქტივი ენმ-ის წევრებს თავს დაესხა.

მელიას თქმით, ყველაფერი "ოცნების" მაჟორიტარი  დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია.

მელია ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში ჩავიდა:

"შიშისგან გამოწველი რეაქცია იყო დღეს რაც ვიხილეთ , ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება. ადამიანები გადმოვიდნენ მანქანებიდან, უწყინარ ვითარებაში ბუკლეტებით ხელში და ჩასაფრებაში მყოფი ადამიანები თავს დაესხნენ ასე უმოწყალოდ. ფულის საჭრელ მანქანად აქცია სახელმწიფო ივანიშვილმა, საიდანაც ჩიგოგიძე ჭამს ფულს...

რუსულ სახელმწიფოშია ძალადობა ნებადართული და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს ივანიშვილის მიერ და ეს მშენებლობა მას არ უნდა დასცალდეს და არც დასცალდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროპული მომავალი" განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს დილით  იმ დროს მოხდა, როცა ენმ-ის წევრი დავით მჟავანაძე სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ  თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა. მჟავანაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კადრებში კარგად ჩანს ყველა მოძალადე, შსს მათ დაკავებას არ ჩქარობს. გამოძიება კი მომხდარზე ძალადობის. 126-ე მუხლით დაიწყო. დავით მჟავანაძემ გამომძიებლებს ჩოხატაურის პოლიციაში თავად მიაკითხა და სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი