ამ დრომდე არ არიან დაკავებული პირები ვინც შშმ პირზე იძალადეს. სასტიკი დანაშაული კასპში გუშინ მოხდა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მამაკაცს უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ. 33 წლის გიორგი ედიშერაშვილს უჭირს საუბარი და გადადგილება. მსხვერპლი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას სახისა და ნეკნების დაზიანება აღენიშნება. ოჯახი ამტკიცებს რომ პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცრებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებმა მათ კვალს ვერ მიაგნეს. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.