
შალვა პაპუაშვილი ძალადობას გმობს, თუმცა ოპოზიციას ადანაშაულებს. ჩოხატაურში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ თუკი ძალადობას აქვს ადგილი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მისივე თქმით, "ძალადობას ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან"
"ნაციონალური მოძრაობა გახლავთ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ქართველ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე" აცხადებს პაპუაშვილი და მაგალითად მოჰყავს მარტის აქციები. მისი მტკიცებით, ოპოზიცია "ადამიანის დაწვის მცდელობას" ამართლებდა.
გუშინ, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ჩოხატაურში, ენმ-ის წევრების ცემისთვის 4 პირი დააკავეს.