პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრების ცემაში მონაწილე ფიგურანტებიდან 4 პირი დააკავა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
გუშინ, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.
ოპოზიცია მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ინტერესებზე საუბრობს და თავდასხმის ორგანიზებაშიც მას ადანაშაულებს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თანაგუნდელებთან ერთად დღეს ჩოხატაურის მოსახლეობას შეხვდება. პარტიაში აცხადებენ რომ ოცნების მაღალჩინოსნის მიერ სარეკრეაციო სივრცის მითვისებას არ დაუშვებენ.