პრეზიდენტ ბუშის ამ სიტყვებით ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს რუსული რეჟიმისგან - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტი ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომ ერთის მხრივ მის გულისტკივილს გამოთქვამს იმაზე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიის სტანდარტებს, ეს პირდაპირ ნიშნავს ევროკავშირის მიზნების საბოტაჟირებას და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუხსნა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ დღეს არის ივანიშვილის ტყვეობაში, რომელიც რეალურად პუტინის დავალებებს ასრულებს.

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბუშის ამ სიტყვებით ნათქვამია და ცხადია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს რუსული რეჟიმისგან და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოიპოვოს ის ევროპული მომავალი, რაზეც წინა და დღევანდელი თაობაც იბრძვის."

განაცხადა ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილის კომენტირებისას, რომელიც დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი