ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია - გენერალი ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, აცხადებს, რომ არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რას გასაკეთებელია ევროინტეგრაციისთვის:

"ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაცია ისევე უნდა უნდოდეს, როგორც ქართველ ხალხს სურს და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ აშშ-მა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს შავი ზღვის რეგიონზე, იმაზე, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთის ნაწილი." ამბობს ბენ ჰოჯესი.

კონფერენცია სახელწოდებით "პუტინიზმის დამარცხება" დღეს გაიხსნა. მასში  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება "ქართული ოცნება". კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია. 

კონფერენციაზე წაიკითხეს აშშ-ის  43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილი, რომელშიც ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება. 

ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი