"პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს" | კალაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმიტომ დაბლოკა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. 

"პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა გაკეთებული იყო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურვილი ჰქონდა უცხოეთში გამგზავრების და მან უარი მიიღო.ახსნა განმარტებაც იყო გაკეთებული.. აი ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა.. ძალიან მძიმე იყო, როდესაც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს და როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ " - ამბობს კალაძე.

 შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განსახილველად, "ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი