
უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები სამხრეთ ფრონტზე წარმატებულ შეტევას ახორციელებენ. სამხედროებმა წარმატებას რობოტინო-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებითაც მიაღწიეს.
"თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. რობოტინო - ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით კი ისინი წარმატებულები იყვნენ...რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, შეტევა ქალაქის სამხრეთით გრძელდება. აქ მტერი სამხედრო პერსონალისა და საბრძოლო აღჭურვილობის დანაკლისს განიცდის, რის გამოც ისინი რეზერვებს იყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: