ოკუპირებულ აფხაზეთში არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს "პრესსამსახური" ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო პლატფორმები, რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" და "ინტერფაქსი" ავრცელებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი