„ჯერჯერობით მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივები არ არსებობს" - ერდოღანი პუტინთან მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა თურქ ჟურნალისტებთან  სოჭის შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ - "ჯერჯერობით მშვიდობის იმედისმომცემი პერსპექტივები არ არსებობს".

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად, თუ ამას "მხარეები მოისურვებენ".

სოჭში გამართულ მოლაპარაკებებზე, ვერ შეთანხმდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.

ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს გუშინ, 4 სექტემბერს შეხვდნენ, სადაც მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება იყო, რომელიც რუსეთმა  2023 წლის 18 ივლისიდან ცალმხრივად დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი