რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" განახლებაზე უარი თქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ ამის შესახებ პუტინმა სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"გვაიძულეს ეს გადაწყვეტილება მიგვეღო... დასავლეთი აგრძელებს შეთანხმების ბლოკირებას" | პუტინი "მარცვლეულის შეთანხმების" დაბლოკვაზე
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 18 ივლისიდან შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტაზეც. ბატონმა პრეზიდენტმა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, ჩვენ, რუსეთი, უბრალოდ გვაიძულეს, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, რადგან დასავლეთი აგრძელებს შეთანხმების ბლოკირებას იმით, რომ ხელს უშლის რუსი მწარმოებლების შესვლას მსოფლიო ბაზრებზე, - ამბობს პუტინი.
ცნობისთვის, რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიღწეული "მარცვლეულის შეთანხმება," რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.