სად გაუჩინარდა სალომე ზურაბიშვილი | "ოცნება" იმპიჩმენტის პროცედურებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

სად გაუჩინარდა საქართველოს პრეზიდენტი? უკვე მეხუთე დღეა, სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. მისი ბოლო აქტივობა პირველ სექტემბერს შარლ მიშელთან შეხვედრა და "ქართული ოცნების" მიერ იმპიჩმენტის განაცხადის პასუხად მატარებლიდან გამოქვეყნებული ფოტო იყო. მას შემდეგ ქვეყნის მეთაურის პოზიცია მის წინააღმდეგ სულ უფრო აქტიურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ სრულიად გაურკვეველია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ მოკლე განმარტებას აკეთებს. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ იმპიჩმენტი არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა და ქვეყნის მეთაური კონსტიტუციის შესაბამისად იქცევა. ორბელიანების სასახლიდან გვირჩევენ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საინტერესო პროცესებს გვპირდებიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი