ვხედავთ, რომ უკრაინას წარმატებები აქვს კონტრშეტევაში და გვინდა კვლავაც გავაგრძელოთ დახმარება - ბლინკენი კიევში

გამოქვეყნდა:

კიევში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას ხვდება. ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ:

"უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას წარმატებები აქვს კონტრშეტევაში და გვინდა კვლავაც გავაგრძელოთ დახმარების გაწევა ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მსგავსი აგრესია აღარასოდეს მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ ქვეყანა აღდგეს ეკონომიკურად, გაძლიერდეს დემოკრატია და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ წარმატებული იქნება." თქვა ბლინკემა.

ბლინკენმა ვიზიტი დაღუპული უკრაინელი გმირებისთვის პატივის მიგებით დაიწყო. ის კულებასთან ერთდ კიევის ბერკოვეცკის სასაფლაოზე იმყოფებოდა.

CNN-ის ინფორმაციით კი ამერიკელი დიპლომატი დღეს უკრაინის დახმარების ახალ, $1 მილიარდიან პაკეტს გამოაცხადებს. იგეგმება შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი