კონსტანტინოვკაში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 30-მდე ადამიანია დაშავებული, დაღუპულებს შორის კი 1 ბავშვია

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინოვკაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 30-მდე ადამიანია დაშავებული. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 16, მათ შორის, 1 ბავშვია.

რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრალურ ბაზარზე მიიტანა.

მოსალოდნელია რომ მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

მომხდარს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი