
"ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ... მის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ სანქციების მორიგ პაკეტზე მუშაობს, სადაც, არის ალბათობა, რომ ბიძინა ივანიშვილიც მოხვდეს.
...ყველა ხედავს, რომ ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს] არ აინტერესებს საერთოდ სანქციების თემა. საერთოდ არ აინტერესებს. მის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის, განმარტების გარეშე უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს... ნუ, ჯერ იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში, წარმოიდგინეთ, ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ დღესაც გრძელდება ეს. ეს არის ჩვეულებრივი დე-ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მითუმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს აჟღერებს სენატი ერთ-ერთი თანამშრომელი. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს", - ამბობს კობახიძე.