ენტონი ბლინკენი უკრაინაში მიწისქვეშა თავშესაფარში იმყოფებოდა და მესაზღვრეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის მეორე დღეს მესაზღვრეებს ესტუმრა.

უკრაინაში აშშ-ის ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან ერთად, ის  კიევის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უსაფრთხოებისა და მომარაგების ობიექტს ეწვია და მიწისქვეშა თავშესაფარიც დაათვალიერა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გუშინ, 6 სექტემბერს ჩავიდა და აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. უკრაინა შტატებისგან  $1 მილიარდზე მეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დახმარებას.

ბლინკენმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი